შეხვედრა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ტალიაშვილთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომლის მიზანი საკრებულოს ინიციატივით გამოცხადებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ პოპულარიზაცია და მასში სტუდენტობის ჩართულობის მაქსიმალური უზრუნველყოფაა, გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა კონკურსის პირობებზე, მნიშვნელობასა და ნომინაციების მრავალფეროვნებაზე დეტალურად ისაუბრეს.
დღესვე დეპუტატებმა სამხატვრო აკადემიის სტუდენეტებს დედაქალაქის საკრებულოს მიერ ორგანიზებული შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათ პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებისა და აკადემიის პროფესორების დასმულ შეკითხვებს გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

Visited 119 times, 1 visit(s) today