შიდა ქართლის რეგიონის სოფლების მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” წარმომადგენლებმა თამუნა შაგიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად “ევექსის” ექიმების მიერ თვეში ერთხელ შიდა ქართლის ერთ სოფელში მოსახლოებას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება. პაციენტებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალი სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. მოსახლეობას საშუალება მიეცემა ისარგებლონ თერაპევტის, რევმატოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგისა და სხვა მიმართულების ექიმების კონსულტაციებით.

Visited 85 times, 1 visit(s) today