შიდა ქართლის რეგიონში ბინა 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლის რეგიონში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, დევნილი ოჯახები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებენ.

„ამ ეტაპზე, მონიტორინგის ჯგუფები შიდა ქართლის რეგიონში ადგილზე სწავლობენ ყველა იმ ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიმუმ 2.5 ქულა მიენიჭათ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალი მიდგომის თანახმად, თუ არსებული ბინების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, დევნილ ოჯახებს ადმინისტრაციულ დაპირებას გადავცემთ და მათთვის საცხოვრებელ ფართებს უახლოეს მომავალში შევისყიდით“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

Visited 73 times, 1 visit(s) today