შიდა ქართლის 308 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ ‘’საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ გორის მოსწავლე–ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრში მოსწავლეები დააჯილდოვა.
შიდა ქართლის გუბერნატორის პირვლმა მოადგილემ, იოსებ ოქრომელიძემ, გორის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან, სააგენტოს დირექტორთან გიორგი შალუტაშვილთან და შიდა ქართლის საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონის სკოლების 308 წარჩინებულ მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
წელს, საქართველოს მასშტაბით 2557 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მიზნად ისახავს როგორც მოსწავლეთა მოტივაციიის ამაღლებას, ასევე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერებას.

Visited 145 times, 1 visit(s) today