შიდა ქართლში დასუფთავების აქციები გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების ფართო მასშტაბიანი აქციები მოეწყო ქალაქ გორში, კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. აქციაში საჯარო მოხელეები, სტუდენტები, მოსწავლეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. აქციას შეუერთდა შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია ანთელავა და მუნიციპალიტეტების გამგებლები. დასუფთავდა ტურისტული ობიექტები, პარკები, მაგისტრალის მიმდებარე ტერიროტია და მდინარის სანაპირო ზოლი. ასევე, მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზოები. კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.

Visited 209 times, 1 visit(s) today