შიდა ქართლში, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

24/11/2018

შიდა ქართლში, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ალტერნატიული და ძლევიჯვრის მაგისტრალური არხების ტრაპეციული და მართკუთხა კვეთები სრულად მოპირკეთდება მონოლითური რკინაბეტონით; მოეწყობა ჰიდროტექნიკური ნაგებობები. ასევე, გათვალისწინებულია არხებიდან გამომავალი გამანაწილებლების რეაბილიტაცია.
სამუშაოები უზრუნველყოფს 1215 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ირიგაციას.
აღდგენილი სისტემით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფელ ფხვენისის, ქვემო ხვითის, შინდისის, ყელქცეულის, ბრეთის მეურნეობის, ძლევიჯვრისა და დირბის მოსახლეობა ისარგებლებს.
რეაბილიტირებული არხები წყალს მიაწვდის სალთვისის სარწყავი სისტემის გ-2 გამაწილებელ არხს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და თვითდინებით მორწყვის საშუალება ექნება 2928 ჰექტარ სავარგულს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0