შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანების იძულებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფისთვის 1 პირი დააკავა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანების მიმართ ჩადენილი იძულების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
პოლიციამ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინებისთანავე დაიწყო. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზრდასრული მამაკაცი, სოციალური ქსელის, “FACEBOOK”-ის გამოყენებით სისტემატიურად აიძულებდა არასრულწლოვნებს მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. ამ გზით მოიპოვებდა და ხელყოფდა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ასევე მათ პერსონალურ მონაცემებს.
პოლიციამ პირის იდენტიფიცირება მოკლე დროში შეძლო და ის ბრალდებულის სტატუსით თბილისში დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Visited 67 times, 1 visit(s) today