შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე ღონისძიება გამართა

31/03/2018

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს მიეძღვნა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორმა, ივანე პაპიაშვილმა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ – ისტორიკოსებმა, მეცნიერებმა, აკადემიის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში: როგორ იბრძოდა ქართველი ერი დამოუკიდებლობის აღსადგენად და როგორ მივიდა ქვეყანა 1991 წლის 31 მარტამდე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე რეფერენდუმი ჩაატარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის წარმომადგენლებმა სტუმრებს გადასცეს ჟურნალი „ანტისაბჭოთა ორგანიზაციები საქართველოში“, სადაც 1921 წლიდან ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა აღწერილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0