შირაქში, დიდნაურის ტერიტორიაზე კომბაინის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა

04/07/2018

შირაქში, დიდნაურის ტერიტორიაზე კომბაინის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ხანძრის კერა სახნავ-სათეს ნაკვეთებზე გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფობოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და შპს ,,მექანიზატორის“ ბრიგადების ოპერატიული მუშაობის შედეგად ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა და ზარალის ოდენობაც მინიმამდე იქნა შემცირებული.
დამწვარია ძირითადად მიწის ის ნაკვეთები , სადაც მარცვლეული კულტურის მოსავალი უკვე აღებულია. მცირე რაოდენობით დაიწვა ასაღები ნაკვეთიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0