შირაქში თუთის ნერგები დაირგო

კომპანია ,,ასკანელი ძმების“ მიერ საქართველოს მთავრობისთვის საჩუქრად გადაცემული თუთის ასი ათასი ნერგიდან 500 ერთეული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში , კერძოდ კი შირაქის ტერიტორიაზე დაირგო. ბუჩქოვანი ჰიბრიდული ჯიშის თუთის პლანტაციების გაშენება საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას ისახავს მიზნად. ნერგების დარგვაში მონაწილეობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმაც მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ჯავახიშვილმა , გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნუგზარ პაპიაშვილმა ჰიბრიდული ჯიშის თუთის ხეები კოლეგებთან ერთად დარგეს.
დედოფლისწყაროს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურებმა სოფელ არხილოსკალოში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრიც მოინახულეს.

Visited 308 times, 1 visit(s) today