შირაქში მინდორში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში დროული რეაგირებისთვის დამატებითი მეხანძრეთა პუნქტი გაიხსნა

13/07/2017

ალოობასთან დაკავშირებით საქართველოს ბეღელად წოდებულ შირაქში დამატებით გაიხსნა მეხანძრეთა პუნქტი, სადაც მუდმივად მორიგეობს ოთხი სახანძრო მანქანა თავისი ეკიპაჟებით. გარდა ამისა, ტრადიციულად, სოფელ არხილოსკალოსა და დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურში მობილიზებულნი არიან სახანძრო მანქანები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მინდორში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მოხდეს დროული რეაგირება. დედოფლისწყაროელ მეხანძრეებს დახმარებას უწევენ ლაგოდეხისა და გურჯაანის ბრიგადები. დღეს, 13 ივლისს, შირაქში მყოფი მეხანძრეები გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოინახულა, დაინტერესდა მათი პირობებით და მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ბრიგადა განთავსდა ალოობის დაწყებისთანავე. ისინი ადგილზე იქნებიან ალოობის დამთავრებამდე და ხვნა-თესვის დაწყებამდე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0