შოთა რეხვიაშვილის უშუალო ჩართულობით, შედგა მოლაპარაკებები მოვაჭრეთა საბანკო-საკრედიტო ვალდებულებების დროებით შეჩერების შესახებ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავში, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე, მთელი ღამის განმავლობაში, ეცნობოდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას. ადგილზე იმყოფებოდნენ ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი.
რეგიონის გუბერნატორმა, დღეს, დილიდანვე განაახლა დაზარალებულ მოვაჭრეებთან და ბაზრის ადმინისტრაციასთან შეხვედრა, სადაც მოადგილეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, კონკრეტულად განსახორციელებელი გეგმები დასახა.
შოთა რეხვიაშვილის უშუალო ჩართულობით, დღესვე შედგა მოლაპარაკებები მოვაჭრეთა საბანკო-საკრედიტო ვალდებულებების დროებით შეჩერების შესახებ. ამ ეტაპზე, დაზარალებულ მოვაჭრეთა აღრიცხვა შესაბამისი მონაცემებისა და დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს. ზარალის ოდენობას კი სპეციალური კომისია განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ ხანძარი, ბაზრის ტერიტორიაზე, გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის ქვემო ქართლისა და თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის18 ბრიგადა აწარმოებდა. დაიწვა 1000 კვ. მ ფართობზე განთავსებული სავაჭრო დახლები და კომერციული ობიექტები. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

Visited 156 times, 1 visit(s) today