შოთა რეხვიაშვილი ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

05/10/2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან ერთად, შეხვდა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს. მხარის გუბერნატორს, ქეთევან მახარაშვილმა, საგანმანათლებლო პროგრამებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ გააცნო ინფორმაცია. შოთა რეხვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე. საუბარი შეეხო საჯარო მოხელეების გადამზადების საკითხებსაც. დაიგეგმა ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0