შოთა რეხვიაშვილი, ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

26/08/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს, გიორგი ფეიქრიშვილ უმასპინძლა.
შოთა რეხვიაშვილმა, შეხვედრის მიმდინარეობისას, ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, სახელმწიფო პროგრამებზე, ეკონომიკური გაძლიერების პრიორიტეტულ მიმართულებაზე და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ირლანდიას შორის თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ტურიზმისადარეგონალური განვითარების მიმართულებით.
საუბარი შეეხო, 2020 წელს, ქალაქ გოლვეიში დაგეგმილ ტურისტულ ფესტივალს, სადაც საქართველო, ღონისძიების მონაწილე, 68 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო ასპარეზზე, ქართულ კულინარიას, ფოლკლორს და ქორეოგრაფიას წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რამდენიმე თვის წინ, ირლანდიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სახელმწიფო მინისტრთან და სხვა ოფიაციალურ პირებთან. ქართულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის წარმომადგენლები ქვემო ქართლის რეგიონში, ამ ეტაპზე, საპასუხო ვიზიტით იმყოფებიან და ადგილზე პირადად ეცნობიან, ქვეყნისა და რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0