შოთა რეხვიაშვილმა და დავით შერაზადიშვილმა მრავალშვილიან დედასა და წარმატებულ პედაგოგს დედის დღე მიულოცეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ მრავალშვილიან დედასა და წარმატებულ პედაგოგს დედის დღე მიულოცეს. ტკბილეული და ვარდების თაიგული შოთა რეხვიაშვილმა და დავით შერაზადიშვილმა ნუნუ ტოგონიძეს სახლში მიართვეს. ქალბატონი ნუნუ 4 ქალიშვილის დედაა, აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არის პოეტი და ხელოვანი.
დედის დღე, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, 28 წლის წარმატებულ პედაგოგს, ლიკა იასაღაშვილსაც მიულოცეს. ლიკა ქალაქ ბოლნისი N 1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეა.
ასევე არის სსიპ “ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ პედაგოგი, ეთნიკურ უმცირესობებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო ენას ასწავლის.
წარმატებული პედაგოგი ჩართულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში “დისტანციური სწავლება“. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში ლიკა ემიგრანტებს ასწავლის ქართულ ენას.

Visited 122 times, 1 visit(s) today