შოკისმომგვრელი სენსაცია მედიცინაში – სიმსივნე მალე ერთი ჩხვლეტით განიკურნება

04/03/2016

ბრიტანელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ იმუნური სისტემის გაძლიერების ხერხს მიაგნეს, რათა ის სიმსივნურ უჯრედებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
არსი მდგომარეობს იმაში, რომ სიმსივნის კერას უნდა აღმოუჩინონ ყველაზე სუსტი ადგილი, ე.წ „აქილევსის ქუსლი“ და მოქმედებები სწორედ მის იმუნურ სისტემაზე აწარმოონ. ამ მეთოდის შესახებ საუბარი დიდი ხანია მიდის, თუმცა ლონდონის უნივერსიტეტის სწავლულებმა შეძლეს აღმოეჩინათ მექანიზმი, რომელიც სიმსივნის სუსტი ნაწილის იდენტიფიკაციას მოახდენს.

აღმოჩენა მოიცავს თითოულ შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას, თითოეული სიმსივნის უჯრედების ცალკე გამოკვლევას, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება საკმაოდ ძვირი დაჯდეს. თუმცა როგორც მეცნიერები აცხადებენ, ამ აღმოჩენას ყველაზე იმედისმმომცემი შედეგები აქვს უკანასკნელი წლების განმავლობაში.

ახალი მკურნალობის მეთოდის კლინიკურ გამოცდას, მეცნიერები უახლოესი ორი წლის განმავლობაში აპირებენ.

ბრიტანელი მკვლევარების თქმით, მათ მიერ შემოთავაზებული მეთოდი, რომელიც დნმ-ს შესწავლაზეა დაფუძნებული შეძლებს ქიმიო და სხივური თერაპიების ჩანაცვლებას. მათ მაგივრად პაციენტებს შესთავაზებენ ვაქცინას, რომელიც დაავადებული ადამიანის სიმსივნური უჯრედიდან მოპოვებული ცილის საფუძველზე იქნება დამზადებული. ვაქცინა იმუნურ სისტემას ავთვისებიანი უჯრედების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავს. სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყვანას ადრეც ცდილობდნენ, თუმცა მათი საშუალებით მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდა, როგორც ახალი მეთოდის ავტორები აცხადებენ, სხვა ვაქცინების ნაკლი ის იყო, რომ ისინი ყველა პაციენტისთვის ერთიანად მზადდებოდა, მათი მეთოდში კი გათვალისწინებულია თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური ვაქცინის დამზადება, ამასთანავე ეს მეთოდი ითვალისწინებს ორგანიზმში იმ იმუნური უჯრედების მოძიებასაც, რომლებიც უჯრედების მუტაციას ეწინააღმდეგებიან, შემდგომ ამ იმუნური უჯრედების ლაბორატორიულ პირობებში გამრავლებას და ისევ ადამიანის ორგანიზმში შეყვანას.

მეცნიერების განცხადებით, ჯერჯერობით ადრეა იმის თქმა, რამდენად ადვილი და განხორციელებადი იქნება აღნიშნული მეთოდი. მათი თქმით, სიმსივნე მოძრავი სამიზნეა, ამიტომ ერთ ეტაპზე გამომუშავებული ანტიგენი შესაძლოა, გარკვეული პერიოდის მერე არაეფექტური იყოს.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ისინი ცდილობენ იმუნურ სისტემას მოხსნან მუხრუჭები, მისცენ მას მართვის სადავეები და საჭირო მიმართულებით უბიძგონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0