შპს „გრინვილი“ ქართული კარაქის, მცენარეული ცხიმისა და მარგარინის წარმოებას დაიწყებს

12/07/2017

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნება- შპს „გრინვილი“ ქართული კარაქის, მცენარეული ცხიმისა და მარგარინის წარმოებას დაიწყებს.
თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი საწარმო 2017 წლის ოქტომბერში დაიწყებს ფუნქციონირებას.
შპს „გრინვილი“ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას როგორც საცალო და საბითუმო, ასევე ქსელურ სუპერმარკეტებში გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 20-მდე ადამიანს დაასაქმებს.
შპს „გრინვილი“ თბილისში, გრ. ლორთქიფანიძის #13-ში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს
პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 288 პროექტის ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 657.63 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 11 000-ზე მეტი ადამიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0