შრომის კანონმდებლობაში დასაქმებულთა უსაფრთოხოების უზრუნველყოფის კუთხით დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციების მიღება აუცილებელია და ამ მიმართულებით მომავალი მოწვევის პარლამენტი გააძლიერებს მუშაობას ომბუჩმენის აპარატის რეკომენდაციების გათვალისწინებით – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველის საქმიანობის ანგარიშის იმ თავს სადაც შრომით კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი.
„შრომით კანონმდებლობაში ჩვენ მივიღეთ ცვლილებები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ავსახეთ ბევრი სიახლე. პრაქტიკამ აჩვენა ბევრი საინტერესო ტენდენცია, უსაფრთხოების დაცვის კუთხით დასაქმებულთათვის არის ძალიან ბევრი პრობლემა. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ომბუცმენთან ასევე სხვა ორგანიზაციებთან ერთად უსაფრთხოების კუთხით რა დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციები შეიძლება მიიღოს პარლამენტმა“ – აცხადებს ეკა ბესელია.
შრომის კანონმდებლობაში დასაქმებულთა უსაფრთოხოების უზრუნველყოფის კუთხით დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციების მიღება აუცილებელია
Visited 200 times, 1 visit(s) today