შსს სოციალურ კამპანიას ”შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ოზურგეთის საბავშვო ბაღები შეუერთდნენ

14/06/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალურ კამპანიას ”შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ქალაქ ოზურგეთის საბავშვო ბაღები შეუერთდნენ და თეატრალურ მოედანზე აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებული თემატიკის ფლეშ-მობი მოაწყვეს. პატარებმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რომელთა უმრავლესობა საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვას ეძღვნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, საგზაო მოძრაობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და თითოეული მოქალაქის სიცოცხლის დაცვაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0