შსს-ს აკადემიასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18/10/2017

შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ შსს-ს აკადემიასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი შსს-ს აკადემიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივებში დაცული მასალების გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას და ტელე, რადიო ან ონლაინ პროდუქციის მომზადებისას თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, გივი მიქანაძემ ვასილ მაღლაფერიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0