შსს-ს მაშველებმა დუშეთში უცხოელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს

28/09/2017

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთში, ფუძნარის ტყეში, უცხოელ ტურისტებს, რომლებიც მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ, გზა აებნათ და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დუშეთისა და თიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მათ დასახმარებლად დაუყოვნებლივ გავიდნენ.
რთული რელიეფის მიუხედავად, 5 უცხოელი ტურისტი მაშველებმა ფუძნარის ტყეში უმოკლეს დროში იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0