თბილისში, „დინამო არენაზე“, მსოფლიო და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება. მატჩის დაწყებამდე მოედანზე შეკრებილმა საზოგადოებამ გამოჩენილი თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე შსს-ს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. გულშემატკივრები და შეხვედრის მონაწილეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე–მაშველებს ტაშით შეეგებნენ.
Visited 145 times, 1 visit(s) today