შუახევში კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნება

მალე შუახევში, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რიცხვს კიდევ ერთი ბარათაულის ბაგა-ბაღი შეემატება. დასრულებული პროექტი ტარიელ ებრალიძემ ავთანდილ დიასამიძესთან და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათავლიერა. შენობა, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა 99 999 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღის კეთილმოწყობის სამუშაოები განახორციელა შპს ,,აკვადუკი 07“-მა. სამუშაოებზე დასაქმებული იყო 8 ადგილობრივი. პროექტის ფარგლებში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო და ადმინისტრაცია. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა, შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 2 ჯგუფი გაიხსნება და ბაღი 30-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი. -,,სრულდება კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ადგილობრივებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამით მოგვარდება ათეულობით წლების განმავლობაში საბავშვო ბაღთან დაკავშირებული პრობლემა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაღს ექნება კეთილმოწყობილი ეზო და აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინვენტარით. ჩვენს პატარებს ძალიან კომფორტული გარემო ექნებათ“,-განაცხადა ტარიელ ებრალიძემ.

Visited 184 times, 1 visit(s) today