შუახევში საგაზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზები იწმინდება

26/05/2016

შუახევის მუნიციპალიტეტში იალაღებზე მისასვლელი გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის გომის,თაგინურის, ჯვარი მინდორის, ტყისველის, კატრიანის და ჩირუხის საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზები იწმინდება. გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის შუახევის განყოფილება აწარმოებს.
მიმდინარე სამუშაოებს გომის მთის მიმართულებით მუნიციალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0