შუახევში მეწყერული პროცესების შესაჩერებლად აქტურად მიმდინარეობს ფერდსამაგრი კედლების მოწყობითი სამუშაოები. პირველ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯაბნიძეებში, ჭვანაში, ცეკვაში, ბრილში, ზედაყანაში და დაბა შუახევში მიმდინარეობს. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე შუახევში 50 ლოკაციაზე განხორციელდება ფერდსამაგრი სამუშაოები. პროგრამისთვის წელს ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ჯაბიძეებში და ჭვანაში დაათვალიერეს.
Visited 159 times, 1 visit(s) today