შუხევის გამგეობაში საგანგებო შტაბის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს

16/10/2017

შუხევის გამგეობაში საგანგებო შტაბის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობასა და განსახორციელებულ ღონისძიებებს განიხილავენ.სხდომას უძღვება მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე.
უამინდობამ შუახევში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად დაბის, უჩამბის, ჭვანის, ბარათაულის, შუბნის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყერული პროცესები განვითარდა. ჭვანა-ხიჭაურის, წყაროთის, კობალთის, ცენტერაძეების, ბარათაულის გზებზე ჩამოწვა მეწყერი, ჩაიკეტა გზები.
სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0