შშმ პირების საკითხების შემსწავლელი სათათბირო საბჭოს სხდომა გაიმართა

დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების შემსწავლელი სათათბირო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს თავმჯდომარემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – მერაბ ჭანუყვაძემ საბჭოს წევრებთან: გიორგი ღურჯუმელიძესთან, მაიზერ ცელაძესთან, გია მამაკაიშვილთან, გოჩა აბაშმაძესთან და შშმ პირებთან ერთად განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებზე იმსჯელა. სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის ის პროგრამები განიხილეს, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზეა მორგებული. საბჭოს წევრებმა 3 დეკემბერს შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებზე, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრას „საქველმოქმედო ასოციაცია გურიას“ ხელმძღვანელი – რომან ლომაძე დაესწრო.

Visited 163 times, 1 visit(s) today