ფშავში, ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ 2017 გაიმართა. დღესასწაულზე ორგანიზებული იყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები: დამსწრე საზოგადოებისათვის გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული დოღი, კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ვაჟა-ფშაველას შემოქმედების თაყვანისმცემლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი-ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი- ლევან ზაუტაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი-ვაჟა ჩოხელი.
Visited 226 times, 1 visit(s) today