ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის მოასფალტება მიმდინარეობს

13/06/2017

ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის 1 კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტება ხვალ დასრულდება. დღეს სამუშაოების მიმდინარეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან ერთად დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის ფარგლებში გზაზე 452 გრძივი მეტრი კიუვეტი და 116 გრძივი მეტრი გაბიონი მოეწყო. სამუშაოებისთვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 382 050 ლარი არის გამოყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0