ჩვენი ეკონომიკა დაახლოებით 6-ჯერ და უფრო მეტად ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, დაახლოებით, 6-ჯერ და უფრო მეტად ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა 3-4 წელიწადში, მაქსიმუმი გაკეთდა.

”დემოკრატიული ღირებულებები შეიძლება შევადაროთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც კი, ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. დაახლოებით, 6-ჯერ და უფრო მეტად (გააჩნია რა განზომილებით, მოვახერხებთ შედარებას) ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. შესაბამისად, პრობლემა და ცდუნება დიდია იმისა, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი დავაბრალოთ, რომ მან 3-4 წელიწადში ვერ მოხერხა ეს პრობლემა გადაეჭრა. ჩემი აზრით, ეს თეორიულად შეუძლებელია. რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, 3-4 წელიწადში მაქსიმუმი გაკეთდა, დანარჩენს სჭირდება დაახლოებით, 10-15 წელიწადი, თუ ჩვენ მოვახერხებთ ვიქნებით სტაბილურები და ყველა იმ ღირებულებებს დავიცავთ და სწორი გზით წავალთ, ჩვენ შეგვიძლია უმოკლეს დროში მოვახერხოთ და ჩავდგეთ განვითარებული ქვეყნების რიგში”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე გარედან შეფასდა.

Visited 108 times, 1 visit(s) today