ჩვენი ვალუტის კურსი არის მცურავი და ძალიან მნიშვნელოვანია

07/09/2017

“ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხები ლარში გადაეყვანა და შესაბამისად, მათზე კურსის ცვლილებას ზეგავლენა არ მოეხდინა“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია არ გაიზარდოს ფასები პროდუქციაზე და სესხების მომსახურებაზე.
„ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ იმაზე, რომ კურსის ცვლილება ძირითად შემთხვევაში არაა დამოკიდებული საქართველოზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ეკონომიკა. შესაბამისად, ჩვენი ვალუტის კურსი არის მცურავი და ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფასებს, ჩვენ ივლისის შემდეგ ვხედავთ, რომ ინფლაციამ დაიწყო შემცირება და დარწმუნებულები ვართ, რომ 2018 წელს ჩვენ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დავუბრუნდებით“ – დიმიტრი ქუმსიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0