ჩვენი მთავარი საზრუნავი თითოეული პროექტის წარმატებით განხორციელებაა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე 2019 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. მხარის რწმუნებულმა სამუშაოების ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ მხრივ, სამშენებლო კომპანიების მნიშვნელოვან როლს ხაზი გაუსვა.

„ჩვენი მთავარი საზრუნავი თითოეული პროექტის წარმატებით განხორციელებაა. მოვუწოდებთ სამშენებლო კომპანიებს გამოცხადებულ ტენდერებში ჩაერთონ. აქტიურად ვმუშაობთ, რათა სატენდერო გარემო კონკურენტუნარიანი და მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს“ – აღნიშნა შალვა კერესელიძემ შეხვედრის მიმდინარეობისას.

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერები ეტაპობრივად გამოცხადდება. სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სამუშაოების სათანადოდ შესრულების კუთხით ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებენ, მიმდინარე პროცესებში ჩართვას შეუზღუდავად შეძლებენ.

Visited 58 times, 1 visit(s) today