ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ წინსვლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ წინსვლა და პრაქტიკულად ყველა რეიტინგში მაქსიმალურად წავიწიოთ წინ, სადაც შეიძლება ტოპ ხუთეულში, ზოგ რეიტინგში – ათეულში”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის შეფასებისას, სადაც საქართველომ პოზიციები წინა წელთან შედარებით, 2 ადგილით გააუმჯობესა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის.

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ ქვეყნების შეფასების წყაროდ იყენებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგის მონაცემებს.

Visited 74 times, 1 visit(s) today