ჩვენი მიზანია კონსტიტუციის დღე საერთო სახალხო დღედ ვაქციოთ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

24 აგვისტოს ქვეყანაში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. ეს დღე კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ამ დოკუმნეტის მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიას.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველ წელს აღნიშნავს კონსტიტუციის დღეს. წელს ეს თარიღი კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მატარებელია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმა ასეთი საყოველთაო ინტერესით მიმდინარეობს ერთიანი, სრულყოფილი, საერთო თანხმობის, ფუძემდებლური დოკუმენტის შესამუშავებლად.
შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საზოგადოების ფართო ჩართულობით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით გეგმავს ყოვლისმომცველ ღონისძიებებს კონსიტიუციის დღესთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტად გაიაზროს კონსტიტუციის მნიშვნელობა და ფუნქცია. ჩვენი მიზანია კონსტიტუციის დღე საერთო სახალხო დღედ ვაქციოთ.

Visited 124 times, 1 visit(s) today