ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები გახდეს ეფექტური

21/12/2017

ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები გახდეს ეფექტური და ჩვენ შევძლოთ რეალურად კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ჟენევის მოლაპარაკებების არსებული ფორმატის გაფართოებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, იმ დონეზე, რა დონეზეც ეს დისკუსიები იმართება, გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხდება.

„ამ ფორმატში ბევრი რაუნდი გაიმართა ძირითად საკითხებზე, რომელიც ეხება ძალის არგამოყენებას, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას. იმ დონეზე, რა დონეზეც ეს დისკუსიები იმართება, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხდება. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩართულობა იყოს, რათა შეგვეძლოს საკითხების გადაჭრა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის გზების გამოძებნა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0