ჩვენი მოლოდინია, რომ ნატოს სამიტზე გაისმას ძალიან მკაფიო გზავნილები ალიანსში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციასთან დაკავშირებით“

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი მოლოდინი, რომ გაისმას ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერასთან, ალიანსში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასევე, დამტკიცდეს კონკრეტული ინიციატივები, რომელიც დაკავშირებულია ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობასთან სხვადასხვა, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს მოახლოებული სამიტისა და მასთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ საუბრისას განაცხადა.

Visited 162 times, 1 visit(s) today