ჩვენ ყველა უნდა ვზრუნავდეთ საკუთარ ქუჩაზე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე მუნიციპალიტეტში შაბათს, 23 აპრილს დასუფთავების აქცია მოეწყობა. გუბერნატორმა ინიციატივა დღეს გამართულ შეხვედრაზე გამგებლებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს გააცნო და მათ საკუთარ მუნიციპალიტეტებში „დასუფთავების აქციების“ ორგანიზება სთხოვა.
„ჩვენ ყველა უნდა ვზრუნავდეთ საკუთარ ქუჩაზე, ქალაქზე, რეგიონზე, ქვეყანაზე. ყველა მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური დღედაღამ მუშაობს, მათი შრომა დაუფასებელია, ჩვენ მათ უნდა მივბაძოთ სუფთა გარემოს შესაქმნელად. ჩემი სურვილია და კარგი იქნება თუ დასუფთავების აქცია პერნამენტულ ხასიათს მიიღებს. მოვუწოდებ ყველა საჯარო მოხელეს, თითოეულ მოქალაქეს მივიღოთ აქციაში მონაწილეობა და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და დასძინა რომ დედამიწის დღე 22 აპრილი სამუშაო დღეა და მოქალაქეები დასუფთავების აქციაში სრულფასოვნად ვერ ჩაერთვებიან. ამიტომაც ფართომაშტაბიანი დასუფთავების აქცია მთელს რეგიონში 23 აპრილს ჩატარდება.
გუბერნატორისვე განმარტებით, ცუდია, როცა გარემოს არ უფრთხილდებიან და ნაგავს ქუჩაში ყრიან „პრობლემა ძალიან მარტივად მოსაგვარებელია, უბრალოდ სურვილია მთავარი – ის რაც ჩვენს სახლში, ჩვენს ეზოში არ მოგვეწონება და არ გავაკეთბთ, არ უნდა გავაკეთოთ გარეთ ქუჩაში, თუ ყველანი ესე მოვიქცევით პრობლემა არ იქნება“ – განაცხადა გუბერნატორმა.

Visited 160 times, 1 visit(s) today