ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სოციალური საწარმო გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, პროექტის „ადამიანები მოძრაობაში: მიგრაციის გამოწვევების მართვა და ალტერნატიული შესაძლებლობის შეთავაზება პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტებისათვის საქართველოს რეგიონში“ ფარგლებში, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ, სოციალური საწარმო შ.პ.ს. „ხელნაკეთობათა სტუდია“ გახსნეს. გახსნის ცერემონიას ესწრებოდა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International ) საქართველოს ოფისის დირექტორი ლალი სანთელაძე და ამავე ინსტიტუტის საქართველოს ოფისის პროექტების კოორდინატორი დავით ჯიქია. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.

Visited 195 times, 1 visit(s) today