ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულების ფაზაშია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
სხვადასხვა პროექტებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერია, სასოფლო ამბულატორიების რეაბილიტაციას ახორციელებს.
5 სოფელში, დიდვანში, გუთურში, საჭამიასერში, ჯვარცხმაში,დაბლაციხესა და ნაბეღლავში რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო, ზემო სურებსა და კოხნარში ახალი ამბულატორიები შენდება. ამბულატორიების მშენებლობა – რეაბილიტაციის ჯამური სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 329 874 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, მერს პირველმა მოადგილემ თამაზ ჯინჭარაძემ, ინსპექტირების ჯგუფის ხემლძღვანელმა გიორგი ბერძენიშვილმა, სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა.

Visited 98 times, 1 visit(s) today