ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

06/02/2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნაბეღლავში, თავპანტაში, ქვაბღასა და ჩხაკაურაში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
სოფელ ნაბეღლავში, მოსახლეობამ კუთვნილი თანხით, გარე განათების ქსელის გაფართოება გადაწყვიტა.
ქვაბღასა და თავპანტას მოსახლეობამ პრიორიტეტად მიიჩნია გარე განათების ქსელის გაფართოება და ხიდის რეაბილიტაცია.
ჩხაკაურაში, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია და გარე განათების ქსელის გაფართოება დაიგეგმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაჯესთან, სოფლის ხელმძღვანელ პირებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0