ჩოხატაურში, დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი ( III ეტაპი ) წყვილთა რბოლაში გაიმართა

ჩოხატაურში, “დასავლეთ საქართველოს სპორტის ფედერაციის“ ორგანიზებით, გაიმართა დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი ( III ეტაპი ) წყვილთა რბოლაში. ღონისძიებაზე მოწვეული იყო სხვადასხვა კლუბისა და ფედერაციის წევრები, ასევე, ყველა მოყვარულს ჰქონდა მონაწილეობის უფლება. ღონისძიება გაიხსნა წყვილთა რბოლით და დაიხურა DRIFT SHOW-თი.
წყვილთა რბოლას უმსაჯეს „დასავლეთ საქართველოს სპორტის ფედერაციის“ წევრებმა, FIA-ს მიერ კვალიფიცირებულმა და ლიცენზირებულმა მსაჯთა გუნდმა. თითოეული ჯგუფიდან გამოვლინდა და დაჯილდოვდა 3 გამარჯვებული, ასევე, დაჯილდოვდა სამ კლასში გამარჯვებული მბრბოლელები, სულ 9 პრიზიორი. ჩემპიონატის მხარდამჭერია მუნიციპალიტეტის მერია.

Visited 99 times, 1 visit(s) today