ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

27/04/2017

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და უკვე განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. გიგა ნიკოლეიშვილი და ზურაბ ჩიკვილაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.
ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქვალონის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. ქუჩაზე უკვე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. პროექტის ფარგლებში, 2750 კვ.მ-ზე გზის დაზიანებული საფარი მოიხსნა, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. აღნიშნულ გზაზე, უახლოეს დღეებში ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგება.
ხონის ქუჩის მცხოვრებლები კი ახალი კეთილმოწყობილი გზით უკვე სარგებლობენ. 530 კვ.მ-ზე ქვაფენილის დაგება დასრულდა, ხოლო დარჩენილი გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება. ხონის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა 60-იანი წლების შემდეგ არ მოწესრიგებულა.
დღესვე, გიგა ნიკოლეიშვილი და ზურაბ ჩიკვილაძე ნორიოს აღმართსა და მეუნარგიას ქუჩაზე მდებარე სკვერებში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნენ. ორივე სკვერში დამონტაჟდა სპორტული ტრენაჟორი, შეიცვალა დაზიანებული ინვენტარი. უახლოეს პერიოდში მოეწყობა კაუჩუკის საფარი.
2017 წელს, ჩუღურეთის რაიონს კიდევ 4 ახალი სკვერი შეემატება, ხოლო არსებულ 32 სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0