ჩხოროწყუსა და წალენჯიაში ფერმერთა მომსახურეობის ცენტრები გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ (GHGA) წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ფერმერებმა მიიღეს.
ცენტრში შესაძლებელი იქნება თხილის კულტურის მოვლასთან დაკავშირებით სპეციალისტების უფასო რეკომენდაციების მიღება. “თხილის გადარჩენის პროგრამაში“ ჩართულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის პესტიციდები შეღავათიანი პირობებით და ფასებით, მათ ადგილზე მოემსახურებიან კვალიფიციური კონსულტანტები.
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილ ფერმერებს თხილის გადარჩენის პროგრამა“ დეტალურად გააცნო და მასში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.
პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ფერმერთა ჯგუფებს გადაეცემათ მაღალეფექტური შესაწამლი აპარატები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება აგროტექნიკური ღონისძიებების ფარგლებში რეკომენდირებული წამლობის ჩატარება.

“თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შპს ,,აგროჯორჯიას“ მხარდაჭერით ხორციელდება, მომზადება გაიარეს აგრო-კონსულტანტებმა. გადამზადებული კონსულტანტები მოემსახურებიან თხილის მწარმოებელ ფერმერებს.

Visited 43 times, 1 visit(s) today