ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება

08/05/2018

2017 წლის 12 ივნისის, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, მდინარე ზანაზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. საავტომობილო ხიდის სიგრძე 54, ხოლო სიგანე 10 მეტრი იქნება. აღნიშნული ხიდით ჩხოროწყუ, მარტვილის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდება.
სამშენებლო სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 780 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების მიმდინარეობას, მუნიციპალიტეტის მერი მოადგილესთან ერთად გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0