სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი,რწმუნებულის მოადგილესთან შოთა როსტიაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან კობა კობალაძესთან, დიმიტრი ხუნდაძესთან, ენზელ მკოიანთან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერთან ანივარდ მოსოიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ნინოწმინდის სოფლებში ფარვანაში, განძაში, საღამოსა და ორჯალარში მოსახლეობას შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის ჩართულობით და ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება