„ცენტრისტები“ თანამშრომლობას სთავაზობს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათთან ერთად ხელისუფლებასთან ბრძოლას გაბედავს

18/08/2016

პარტია „ცენტრისტები“ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათთან ერთად „ხელისუფლებასთან ბრძოლას გაბედავს“ თანამშრომლობას სთავაზობს.
ამასთან დაკავშირებით განცხადებას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლადო ბედუკაძე აკეთებს.
„ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობასთან ” და მათ სატელიტებთან ერთად არაკანონიერად ცდილობს არ დაუშვას ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა,რადგან იციან, რომ ეს არჩევნები მათთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდება.
მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომლებიც გაბედავს ჩვენთან ერთად ხელისუფლებისთვის ბრძოლას, თანამშრომლობისაკენ“, – აცხადებს ბედუკაძე.
როგორც ცნობილია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, „ცენტრისტები“ ორი დღის წინ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0