ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემებით, “ქართულ ოცნებას“ 48.15%, „ნაციონალურ მოძრაობას” 27.14% აქვს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ ეტაპზე დათვლილია 3847-ვე საარჩევნო უბანი. ყველა უბნის პირველადი მონაცემებით, “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 48.15 %-იანი, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27.14%-იანი მხარდაჭერა აქვს. დანარჩენი საარჩევნო ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო შედეგი ასეთია:
“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3.78%, “პატრიოტთა ალიანსი” – 3.14% , “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15% , “ლელო“ – 3.15% , “გირჩი“ – 2.89% , “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.33 % , “ლეიბორისტული პარტია” – 1%, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ -0.85%.

Visited 47 times, 1 visit(s) today