ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

16/10/2017

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარემ, თავმჯდომარის მოადგილემ, ცესკოს მდივანმა, ასევე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს მიერ განხორციელებული საქმიანობები გააცნეს.
თამარ ჟვანიამ მისიის წარმომადგენლებს ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ის შეხვედრის მონაწილეებს ასევე იმ ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ ესაუბრა, რომელიც საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა გაიარეს. ცესკოს თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებს ასევე გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის იმ საინფორმაციო კამპანიისა და საზოგადოებრივი აქციების შესახებ, რომელიც ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, საარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა.
შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიასთან დღეს ცესკოში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში ცესკოს ხელმძღვანელი პირები წინასაარჩევნო გარემოსა და მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციას ასევე მიაწვდიან ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მოკლევადიან დამკვირვებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0