ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოწყობა დასრულდა

31/05/2017

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გმირთა მოედანზე, ცირკის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დაიგო მწვანე საფარი, მოეწყო ბილიკები და ბორდიურები, შეიცვალა განათების სისტემა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის მცენარე. სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე, პროექტის ფარგლებში, განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადაზე განთავსებული საყვავილე ქოთნები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0