ციხე-სიმაგრე მოდინახე აღდგება – უპრეცენდენტო მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება

17/10/2017

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდში ციხე-სიმაგრე მოდინახესა და ჯრუჭის სამონასტრო კომპლექსის პროექტები წარადგინა.
პროექტების წარდგენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდა.
ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით ქ. საჩხერეში ციხე მოდინახეს აღდგენა-მშენებლობა სამინისტროს მიერ 2018 წლის დაფინანსებაში ჩაისმება.
აღნიშნული პროექტის განხორციელების და დაფინანსების საკითხებში აქტიურადაა ჩართული საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე.
პროექტის ავტორი ნინო ბაკურაძეა. მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0